ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება
Friday, June 12, 2015
ტრეინინგის მეცხრე დღე
დღეს მე და ჩემმა კოლეგებმა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგინეთ. სასწავლო პროექტის პორფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისთვის.
როგორც ვიცით, საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობას გვაძლევს და ამიტომ მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
Friday, June 5, 2015
Tuesday, May 26, 2015
ტრენინგის მერვე დღე
დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეთათვის. დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისათვის.
შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად. შევძელით სასწავლო პროექტის მოდიფიცირება.
Tuesday, May 19, 2015
ტრეინინგის მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
გადავხედეთ მეხუთე მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
Saturday, May 9, 2015
ტრეინინგის მეექვსე დღე
დღეს მოსწავლის თვალთახედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი.
ამით უკეთესი წარმოდგენა გვექნება თუ რა თემატიკისა და უნარჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო პროცედურების დაგეგმვას შეუდექით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში.
ამით უკეთესი წარმოდგენა გვექნება თუ რა თემატიკისა და უნარჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში. ამ აქტივობის დროს სასწავლო პროცედურების დაგეგმვას შეუდექით. სასწავლო პროცედურები აღწერს სასწავლო აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ჩართული არიან თემის განმავლობაში.
Saturday, May 2, 2015
ტრეინინგის მეხუთე დღე
დღეს გვქონდა საინტერესო სამუშაო დღე. შევისწავლეთ ბლოგზე მუშაობა: ახალი პოსტის განთავსება, თემატური სურათების მოძებნა და დამატება,ფონის და ფერების შეცვლა. ასევე ბლოგზე შევავსე ინფორმაცია ჩემ შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)