ჩემ შესახებ

        მე ვარ ქ.თბილისის აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის  53-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. ხათუნა ვლადიმერის ასული პანკრატოვიჩი დავიბადე 1972 წლის 14 ივლისს. 1989 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა.
        1989 წელს ჩავაბარე  თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1994 წელს დავამთავრე აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა.                  
        1994 წლიდან - დღემდე  ვმუშაობ ქ.თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში  დაწყებითი კლასების პედაგოგად . მე-3  კლასში  ვასწავლი  ქართულ ენას , მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას,  მუსიკას  და სპორტს.
        ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

No comments:

Post a Comment